Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა. გეგმები დავასრულეთ.პორტფოლიო გამოვაქეყნეთ და დავდეთ ბლოგზე.გავეცანი მეშვიდე მოდულს,ფასილიტაციისათვის შევქმენიბლოგზე გვერდები.ვისწავლეთ ონლაინ კითხვარის შექმნა.დღე იყო დატვირთული და საინტერესო.

Saturday, September 24, 2016

მეშვიდე დღე.

გავიმეორეთ წინა მასალა,გავეცანით გარდნერის თეორიას. მომეწონა კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე მოსწავლეთა სწავლის სტილის დასადგენად.შევქმენით ხარაჩო..საინტერესო დღე  იყო.

Sunday, September 18, 2016

დღე მეექვსე
დღევანდელი  დღე  დავიწყეთ  გუშინდელის  გამეორებით. გავეცანით  პორტფოლიოს  შეფასების  რუბრიკას.  მივიღეთ პროცედურების დავალება.

Sunday, September 11, 2016

ტრენინგი დავიწყეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობით, შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვით.კერძოდ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. განვიხილეთ ხუთი მიზანი: ოთხი განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი, რომლის მიხედვითაც ვახდენთ შეფასებას. ავირჩიეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრატეგიებიდან ერთ-ერთი შეფასების მეთოდი (ვიცი-მინდა ვიცოდე). სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები ( შეფასების სტრატეგიები). შევავსეთ შეფასების მოკლე შინაარსი.

Saturday, September 10, 2016

მესამე დღე.
დღეს გავეცანით პროექტის დაგეგმვას.სასწაბლო მიზნების შემუშავებას.ვისწავლე ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები და ზმნების  კლასიფიკაცია.

Sunday, September 4, 2016

მეორე დღე

მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის იდეები. დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება. შეარჩიეთ ესგ შედეგები და ინდიკატორები,ისეთი რომელიც იქნებოდა მაღალი სააზროვნებო უნარების და რომელსაც შევაფასებთ.გავეცანით ბუკლეტის დამზადების წესს.

Saturday, September 3, 2016

დღე პირველი

ტრენინგის პირველი დღე საინტერესო იყო.გავეცანი ინტელის კურსს,პორტფოლიოს ჩეკლისტს.შევქმენი პორტფოლიო და ბლოგი.გავიხსენე ფაილის შენახვა.მივიღე დავალება პროექტის შინაარსი.